რას აკეთებს DiagFlow
სრული OBD-II დიაგნოსტიკა ტელეფონში, ყველა ტექსტი ქართულად.
შეცდომის კოდები
DiagFlow კითხულობს სამი სახის კოდს ყველა ბლოკიდან, რომელიც პასუხობს:
- შენახული — გაუმართაობა დადასტურებულია, Check Engine ანთია ან ანთებული იყო.
- მოლოდინში — პრობლემა ერთხელ დაფიქსირდა, მაგრამ ჯერ არ დადასტურებულა.
- მუდმივი — იშლება მხოლოდ მაშინ, როცა მანქანა თავად დაადასტურებს, რომ პრობლემა გამოსწორდა.
თითოეულ კოდს აქვს ქართული აღწერა, შესაძლო მიზეზები (ყველაზე სავარაუდო პირველია), სიმპტომები, სიმძიმე და პასუხი კითხვაზე „შემიძლია სიარული?“.
მწარმოებლის კოდები
P1xxx, B1xxx, C1xxx და U1xxx კოდები სხვადასხვა მარკაზე სხვადასხვა რამეს ნიშნავს. DiagFlow მანქანის მარკას VIN კოდით ადგენს და სწორ ახსნას აჩვენებს. თუ კოდის ზუსტი მნიშვნელობა ცნობილი არ არის, აპლიკაცია ამას პირდაპირ გეტყვის — არასოდეს გამოიგონებს.
რეალური მონაცემები
ბრუნები, სიჩქარე, გამაგრილებლისა და ზეთის ტემპერატურა, ძრავის დატვირთვა, MAF, MAP, ნარევის მოკლე და გრძელვადიანი კორექცია, ჟანგბადის სენსორები, ანთების დასწრება, აკუმულატორის ძაბვა და სხვა. აირჩიე რვამდე პარამეტრი და უყურე ციფერბლატებს და გრაფიკს.
მზადყოფნა და Freeze Frame
მზადყოფნის მონიტორები აჩვენებს, დაასრულა თუ არა მანქანამ ემისიების სისტემების თვითშემოწმება — მნიშვნელოვანია ტექდათვალიერებამდე. Freeze Frame აჩვენებს ძრავის მდგომარეობას ზუსტად იმ მომენტში, როცა შეცდომა დაფიქსირდა.
გარაჟი, ისტორია და სტატისტიკა
დაამატე რამდენიც გინდა იმდენი მანქანა. VIN კოდით DiagFlow ავტომატურად შეავსებს მარკას, მოდელს, წელს, ძრავს, საწვავს, წამყვანს და კოლოფს. ყოველი დიაგნოსტიკა ინახება მანქანის ისტორიაში და ჩანს ვებსაიტზეც: ყველაზე ხშირი კოდები, სიმძიმე, დინამიკა თვეების მიხედვით.
ადაპტერები
DiagFlow მუშაობს ELM327 ადაპტერებთან და მათ თავსებად მოწყობილობებთან (Vgate, vLinker, OBDLink, Veepeak და სხვ.).
- Android — Bluetooth (ჯერ დააწყვილე ტელეფონის პარამეტრებში, PIN ჩვეულებრივ 1234 ან 0000), Bluetooth LE და Wi-Fi.
- iPhone — მხოლოდ Bluetooth LE (4.0) და Wi-Fi. ჩვეულებრივ Bluetooth ადაპტერებს Apple არ უშვებს.
ბაზარზე არსებული ადაპტერების უმეტესობა ELM327-ის კლონია. თუ კავშირი არასტაბილურია, სცადე სხვა ადაპტერი. DiagFlow კლონს ავტომატურად ცნობს და ცდილობს მასთან სტაბილურად იმუშაოს.
კონფიდენციალურობა
შენი მანქანები და ისტორია ხელმისაწვდომია მხოლოდ შენთვის. ანგარიშს მხოლოდ შენ აზიარებ და ბმულის გათიშვა ნებისმიერ დროს შეგიძლია. კონფიდენციალურობის პოლიტიკა